Tuesday, March 14, 2017

დღე მეცხრე

                                                რეფლექსია

  ვისწავლე  google-ს    ფორმების  შექმნა, ყველამ   წარვადგინეთ  ჩვენი  პროექტი,
  მივანიჭეთ   შეფასების  რუბრიკას  კრიტერიუმის  შესაბამისი  წონები. დიდი  მადლობა
  ჩვენს  ტრენერს,ქალბატონ  მანანას, გაწეული  შრომისთვის.ძალიან
  სასარგებლო  და  ნაყოფიერი  ტრენინგია.

Sunday, March 12, 2017

დღე მერვე

                                               რეფლექსია

 გავეცანი მეშვიდე  მოდულს, პროექტების  ფასილიტაციისა  და  მხარდაჭერის    ნიმუშებს, გავაკეთე  პორტფოლიო  ბლოგზე,შევავსე  სასწავლო  პროექტის  წინარე  ცოდნა, სტანდარტში  დავამატე  21- ე   საუკუნის  უნარ-ჩვევები,ჩვენს  ბლოგს  დავამატე  რამდენიმე  ახალი  გაჯეტი.დავასრულე   სასწავლო  პროექტის  გეგმა.

Saturday, March 11, 2017

დღე მეშვიდე

                                                    რეფლექსია

  გავეცანი მეექვსე  მოდულს, შევავსე   სასწავლო პროექტის   გეგმის  სასწავლო  
  პროცედურები, გავეცანი  გარდნერის   მრავალმხრივი   ინტელექტის  კონცეფციის             სლაიდ  შოუს, შევავსე  დიფერენცირების კითხვარი,გავეცანი  და  შევავსე  
  პრეზენტაციის  შაბლონი.

Sunday, March 5, 2017

დღე მეექვსე

                                                    რეფლექსია

 მეხუთე  მოდულში  გავეცანი  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკას,განმავითარებელ  თვითშეფასებას,შეფასების  დაგეგმვის  ცხრილს,გავაკეთე  პრეზენტაციის  შეფასების  რუბრიკა.

Saturday, March 4, 2017

დღე მეხუთე

                                           დღე  მეხუთე
    

გავეცანით  მესამე  მოდულის  უკუკავშირის  მიცემის  მოდელებს,ერთმანეთის  ბლოგებზე  გავაკეთეთ  კომენტარები,ვისწავლე  სურათების  გადმოწერა,გავეცანი  საავტორო  უფლებების  შესახებ  პრეზენტაციას,ვისწავლე  გამოყენებული  მისამართების  დაკოპირება  და  ჩასმა,მოსწავლის  როლში  ჩავდექი  და  შევქმენი  მოსწავლის  ნაცვლად  ნაშრომი  პრეზენტაცია  Power  Point- ში.

Sunday, February 26, 2017

დღე მეოთხე

                                               რეფლექსია

განვიხილეთ  მეორე   მოდულის  მესამე  აქტივობა  შეფასების  5  მიზანი,თითოეული მიზნისთვის  შევარჩიეთ  შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები,განვიხილეთ ინტელის საგანმანათლებლო რესურსი  პროექტების შეფასება ვებგვერდზე: http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/
გ     წინარე  ცოდნის  შესამოწმებლად   გავეცანით  ვიცი,მინდა  ვიცოდე,ვისწავლე  დიაგრამას.

Saturday, February 25, 2017

დღე მესამე

                                                     რეფლექსია
გავეცანი  მეორე  მოდულს,საგნობრივი  სტანდარტი  შეუსაბამე  ჩემს  თემას, დავწერე პროექტის  სასწავლო მიზნები  და  შედეგები,გავეცანი  მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების  მაგალითებს    და  დავსვი  ჩემი  პროექტის  ზოგადი,თემატური  და შინაარსობრივი  კითხვები.

Sunday, February 19, 2017

დღე მეორე

                                                            დღე მეორე    

მოვისმინეთ  ერთმანეთის  პროექტის იდეები,წავიკითხეთ  ჩვენი პროექტის  შინაარსი,ტრენერის  მითითებებით  შევიტანეთ  შესწორებები,დავწერეთ  პროექტის  გეგმის  რამდენიმე  პუნქტი,შევქმენით  google  drive-  ში  პორტფოლიო, ვისწავლეთ  სტარტიდან  საქაღალდის  მოძებნა  და   google  drive-  ში  გადატანა  და   გავიხსენეთ  word-ის   რედაქტირება, პროექტი  უნდა  შეიქმნას  მაღალი  სააზროვნო  უნარების  გასავითარებლად,გავეცანით  ბუკლეტების  ნიმუშს,გავეცანით  პროექტის  მახასიათებლის  ჩეკლისტს.

Saturday, February 18, 2017

პროექტის პირველი დღე

                                                    რეფლექსია
გავეცანი http://tpdc.ge/essentials/,სადაც  მოვიძიებ ჩემთვის  სასურველ  ინფორმაციას სხვადასხვა  რესურსის  შესახებ.
გავეცანი  მისი  მოხმარების  და  გამოყენების  წესს.
გავეცანი  Viewer-ის  გამოყენებას.
გავეცანი  რამდენიმე  პროექტის  ნიმუშს, შაბლონებს.
გავიგე, როგორ  უნდა  დავწეროთ  პროექტის  შინაარსი.
შევქმენი  ახალი  ბლოგი სახელწოდებით: პროექტი  ინტელი.